ოლივერ სტოუნი: პუტინს კიბო ჰქონდა

ცნობილმა ამერიკელმა კინორეჟისორმა ოლივერ სტოუნმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს კიბო ჰქონდა. 

ამის შესახებ სტოუნმა ლექს ფრიდმანის პოდკასტში სტუმრობისას განაცხადა. 

ამერიკელი რეჟისორი ცდილობდა ვლადიმირ პუტინის ლოგიკის ახსნას უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პანდემიის პერიოდში მისმა ფიზიკურმა იზოლაციამ.

"მე მახსოვს, რომ ბატონ პუტინს ჰქონდა ეს კიბო და ვფიქრობ მან ის დაამარცხა. მაგრამ, ის ასევე იზოლირებული იყო კოვიდის გამო. ზოგი ადამიანის აზრით ნორმალური აქტივობისგან იზოლაციამაც ითამაშა გარკვეული როლი, ის ადამიანებს პირისპირ ხვდებოდა, შემდე უცებ დავინახეთ რამ სიგრძე მაგიდების გასწვრივ მიმდინარეობდა ეს შეხვედრები. მე ვსპეკულირებ მაგრამ შესაძლო მას არ ჰქონდა სწორი ინფორმაცია, ამ გადაწყვიტილების მიღებისას". 

ამერიკელი რეჟისორის თქმით, ერთ-ერთი პუტინს შესაძლო მოლოდინი ჰქონდა, რომ უკრაინელი რუსები უფრო მეტად კეთილგანწყობილები იქნებოდნენ რუსეთის მიმართ. 

ასევე, სტოუნის აზრით პუტინს არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია რუსეთის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების შესახებ და ასევე, მან სწორად ვერ შეაფასა უკრაინელების შესაძლო წინააღმდეგობა. 

სტოუნს პუტინთან პირადი ნაცნობობა და მრავალსაათიანი ინტერვიუები აკავშირებს. უკვე მრავალი წელია ოლივერ სტოუნი დასავლეთში პუტინის პროპაგანდის საკვანძო გზავნილების ერთ-ერთ მთავარ რუპორად იქცა. 

2014 წელს ოლივერ სტოუნმა გადაიღო დოკუმენტური ფილმების სერია ინტერვიუები პუტინთან. სტოუნს მსგავსი ფილმები აქვს გადაღებულ უგო ჩავესსა და ფიდელ კასტროზეც. 

მსგავსი სიახლეები