ომი და ანომალიური სიცხე - გერმანიაში ელექტროენერგიის ტარიფი 6-ჯერ გაიზრდება

მომდევნო წელს გერმანიაში ელექტროენერგიის ტარიფი მეგავატ/საათზე 477 ევრომდე გაიზრდება, ეს დაახლოებით 6-ჯერ მეტია, ვიდრე გასულ 2021 წელს. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს

ფასის მკვეთრი ზრდის მიზეზად სახელდება უმსხვილესი მოთამაშეების შიში, რომ ქვეყანას არ ეყოფა გაზის მარაგები ზამთარში საკმარისი ელექტრომომარაგებისთვის. 

უკრაინაში ომის გარდა ფასზე უარყოფითად მოქმედებს ანომალიური სიცხე და გვალვები, რაც დამატებით წნეხს წარმოადგენს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის. 

სწორედ გაზრდილი ენერგეტიკული ტარიფები ინფლაციის მკვეთრი ზრდის მთავარი მიზეზიც - ეს უარყოფითად აისეხება ეკონომიკის ყველა სფეროზე. 

გასულ თვეებში ევროზონის ზოგიერთ სახელმწიფოში სამომხმარებლო ფასების ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა, რაც ბოლო ათწლეულებში პირველი შემთხვევაა. 

მსგავსი სიახლეები