ომის დაწყების შემდეგ პუტინმა იახტაზე 3 მილიარდი რუბლი დახარჯა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ომის დაწყების შემდეგ იახტის შეკეთებაზე 3 მილიარდი რუბლი დახარჯა. ამ ინფორმაციას ალექსეი ნავალნის გუნდი ავრცელებს.
სუპერიახტა Graceful-ის შეკეთება, რომელიც, სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის, თუმცა ნდობით აღჭურვილ პირზეა რეგისტრირებული, რუსეთის პრეზიდენტს 3 მილიარდი რუბლი დაუჯდა.
ოპოზიციონერის თანამოაზრეები აღნიშნავენ, რომ Graceful-ზე რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის იგივე წევრები მუშაობენ, რომლებიც პუტინის დანარჩენ ორ იახტზე. როდესაც ეს იახტები რუსეთის პორტებში შედიოდნენ, პუტინი იმ რეგიონებში ჩადიოდა, სადაც პორტი მდებარეობდა.
ამასთან, 2022 წლის მაისში, ევროკავშირის სანქციების გამო იტალიის ერთ-ერთ პორტში დააკავეს Scheherazade, რომელიც "პუტინის" ყველაზე ძვირადღირებული იახტაა. მაგრამ ომის დაწყებამდე პუტინმა Graceful-ის გერმანიიდან რუსეთის ფედერაციაში გაყვანა მოახერხა, სადაც ის სარემონტოდ იყო.
გამომძიებლები ამბობენ, რომ ამის შემდეგ იახტის შეკეთება რუსეთის ფედერაციაში გაგრძელდა. სამუშაოს შეფასებებისა და პროექტების მიხედვით, რომლებსაც ნავალნის გუნდი აქვეყნებს, იახტას აქვს ვერტმფრენის მოედანი, დასასვენებელი ადგილი ფორტეპიანოთი და ტელევიზორით, საკვების ლიფტი, სპორტული დარბაზი, აუზი, რომელიც საცეკვაო მოედნად ან კინოდარბაზად იქცევა, ასევე სასადილო ბუხრით.
კვლევის თანახმად, იახტის დიდი ნაწილი აღდგენილია და რემონტის საერთო ღირებულება დაახლოებით 32 მილიონი დოლარი, ანუ 3 მილიარდი რუბლი იყო.