ომის პირველ 2 კვირაში რუსეთმა 30 მილიარდი დოლარი დაკარგა – Bloomberg

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით უკრაინასთან ომის პირველ ორ კვირაში რუსეთის ეკონომიკა უკვე დაახლოებით 2%-ით შემცირდა, რაც გასული წლის ფასებში ნომინალურად 30 მილიარდ დოლარს უტოლდება. ეს კი რუსეთის ერთი წლის საპენსიო ფონდს უტოლდება. 

გამოცემის მიერ გამოკითხული ეკონომისტების პროგნოზით მიმდინარე წელს რუსეთის მშპ 9%-ით შემცირდება. ამ შემთხვევაშიც კი ეს 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისი შემდეგ რუსეთის ეკონომიკისთვის უმძიმესი დარტყმა იქნება. 

ხაზგასასმელია, რომ რუსეთის ეკონომიკის მიმართ პროგნოზები მკვეთრად განსხვავებულია. ასე მაგალითად, საერთაშორისო ფინანსების ინსტიტუტი მიმდინარე წელს რუსეთის ეკონომიკის ძალიან ღრმა რეცესიას და მშპ-ს 15%-იან კლებას პროგნოზირებს. 

რუსეთის ეკონომიკის 7%-იან შემცირებას პროგნოზირებს საინვესტიცო ბანკი J.P Morgan. თავის მხრივ 8%-იან რეცესიას პროგნოზირებენ უშუალოდ რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ გამოკითხული ეკონომისტები. 

სურათს კიდევ მეტად ამძაფრებს დასავლეთის მიერ რუსეთისთვის ნავთობის ემბარგოს დაწესების ალბათობა. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ უკვე დაწესებული სანქციების შედეგად დაახლოებით 37%-ით გაუფასურდა რუბლი. 

მოსალოდნელია ბოლო 2 ათწლეულის მაქსიმუმს გაუტოლდება ინფლაციის მაჩვენებელი - რუსეთის ცენტრალური ბანკის ცნობით წელს სამომხმარებლო ფასების ზრდამ შესაძლოა 20%-იან ნიშნულს გადააჭარბოს. 

მსგავსი სიახლეები