ომში ერთ-ერთი საუკეთესო უკრაინელი პილოტი, ანტონ ლისტოპადი დაიღუპა

ოკუპანტებთან ბრძოლაში უკრაინის ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო პილოტი, ანტონ ლისტოპადი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ივანო-ფრანკოვსკის ტექნიკური ლიცეუმი ავრცელებს, რომელშიც დაღუპული პილოტი სწავლობდა. 

"ანტონი უმაღლესი კლასის სამხედრო პილოტი გახდა - მილიონობით უკრაინელთან ერთად აღფრთოვანებით ვუყურებდით უკრაინის 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საავიაციო კოლონას, რომელსაც სწორედ ჩვენი ანტონი მეთაურობდა",- ნათქვამია ლიცეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პილოტის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ცნობები დაადასტურა ვეტერანების საბჭოს ადგილობრივმა წარმომადგენელმა. 

ანტონ ლისტოპადი ხარკოვის საჰაერო ძალების ეროვნული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. 2019 წელს ლისტოპადი უკრაინის საუკეთესო პილოტად დასახელდა. 

ივნისში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლისტოპადი სიმამაცის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ორდენი პილოტს აგვისტოს დასაწყისში, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გადასცეს. 

მსგავსი სიახლეები