ოქტომბერში ისრაელმა ირანის ბირთვული იარაღის განვითარების ცენტრი გაანადგურა - Axios

ისრაელმა ოქტომბრის ავიადარტყმების შედეგად ირანში, პერჩინში, აქტიური ბირთვული იარაღის კვლევის ობიექტი გაანადგურა.

ამ ინფორმაციას Axios პარასკევს, სამ ამერიკელ და ერთ ისრაელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

Axios-ის თანახმად, პარჩინზე ისრაელის დარტყმამ გაანადგურა დახვეწილი აღჭურვილობა, რომელიც გამოიყენებოდა ასაფეთქებელი ნივთიერებების დასაპროექტებლად, რომელსაც შეეძლო ურანის გარშემორტყმა ბირთვულ მოწყობილობაში, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ირანის ძალისხმევას, განაახლოს ბირთვული იარაღის კვლევა.

კომპლექსი ტალეღანი 2 ისრაელის ავიაციის სამიზნე რომ იყო, ამას სატელიტური სურათებიც ადასტურებს. ეს ობიექტი ირანის ადრეული ბირთვული პროგრამის ნაწილი იყო, რომელიც ოფიციალურად დაიხურა 2003 წელს.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-სა და ისრაელის დაზვერვამ ადგილზე ახალი აქტივობების აღმოჩენა ამ წლის დასაწყისში დაიწყო, მათ შორის კომპიუტერული მოდელირების, მეტალურგიის და ასაფეთქებელი ნივთიერებების კვლევოს, რაც ბირთვული იარაღის შექმნისთვის გამოიყენება.

"ისინი აწარმოებდნენ სამეცნიერო საქმიანობას, რამაც შეიძლება საფუძველი ჩაეყარა იარაღის წარმოებისთვის. ეს იყო ზედმეტად საიდუმლო რამ. ირანის მთავრობის მცირე ნაწილმა იცოდა ამის შესახებ, მაგრამ ირანის მთავრობის უმეტესობამ არ იცოდა," - განუცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Axios-ს.

ტალეღანი 2-ში ჩატარებული კვლევის შესახებ ინფორმაციამ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი აიძულა შეეცვალა ირანის ბირთვული პროგრამის ოფიციალური შეფასება, რომელიც ადრე აღნიშნავდა, რომ ირანი "ამჟამად არ ახორციელებდა" საცდელი ბირთვული მოწყობილობის წარმოებისთვის საჭირო აქტივობებს.

გამოცემა არ წერს, დაბომბა თუ არა ისრაელმა სხვა ბირთვული ობიექტები 26 ოქტომბრის საჰაერო თავდასხმის დროს, როდესაც ისრაელის ავიაციის ათობით თვითმფრინავმა ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემები და ბალისტიკური რაკეტების საწარმოები გაანადგურა.

მსგავსი სიახლეები