ორბანის მთავარი ოპონენტი კიევში ჩავიდა და პატივი მიაგო უკრაინის დაღუპულ გმირებს
ვიქტორ ორბანის მთავარი ოპონენტი, პეტერ მადიარი კიევში ჩავიდა. მადიარმა პატივი მიაგო უკრაინელი გმირების ხსოვნის კედელს.
საყურადღებოა, რომ კიევში ვიზიტის დროს უკრაინელი გმირების მემორიალთან მისვლას თავი აარიდა, ვიქტორ ორბანმა.
"კიევში, ხსოვნის კედელთან ათი ათასობით ომში დაღუპული უკრაინელი" - ნათქვამი პოლიტიკოსის მიერ უკრაინის დედაქალაქიდან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოზე.
კონტექსტი
8 ივლისს უკრაინის უმსხვილეს ქალაქებზე რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მიერ განხორციელებული მასირებული სარაკეტო დარტყმის შემდეგ, მადიარმა ღიად დაგმო რუსეთის მოქმედებები და დაზიანებული საბავშვო კლინიკის ფინანსური დახმარების კამპანია დააანონსა.
რაც შეეხება ვიქტორ ორბანს - რუსეთის სარაკეტო დარტყმას უნგრეთის ლიდერი 24 საათის დაგვიანებით გამოეხმაურა, თანაც ისე რომ არ გამოუთქვამს სამძიმერი დაღუპულების ოჯახის წევრების მიმართ და არ უხსენებია რუსეთი.
9 ივნისს გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებზე მადიარის პარტია ხმათა 30%-ით მეორე ადგილზე გავიდა.
ეს უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში უნგრეთის ოპოზიციური პარტიების მიერ ევროპარლამენტის არჩევნებზე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი შედეგია. მადიარის პარტიის ასეთ მაღალ შედეგს არ პროგნოზირებდნენ ეგზითპოლებიც.
უკანასკნელ თვეებში ორბანის გარემოცვის ირგვლივ განვითარებული პოლიტიკური სკანდალების ფონზე ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები ერთგვარ რეფერენდუმად აღიქმებოდა.
პეტერ მადიარმა არჩევნების შედეგებს უნგრეთის მმართველი პარტიის ვატერლოო უწოდა და განაცხადა, რომ ორბანის ეპოქა სრულდება - "დღეს თითოეული უნგრელისთვის ნათელი გახდა, რომ არ უნდა ეშინოდეთ, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ არა 100, 1000 ან 100 ათასი, ჩვენ ვართ მილიონები."
გამოცემა Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუსი ანალიტიკური ცენტრის, Political Capital-ის დირექტორი, პეტერ კრეკო არჩევნების შედეგებს მადიარის დიდ წარმატებას და ფიდესის უმძიმეს ჩავარდნას უწოდებს. კრეკოს თქმით, ორბანის პარტიას რეალური კონკურენტი გამოუჩნდა.