ოსტინი: ველოდებით, რომ გაზაფხულზე უკრაინა იერიშს დაიწყებს
აშშ-ს თავდაცვის მდივნის თქმით, მოსალოდნელია, რომ უკრაინა გაზაფხულზე იერიშს წამოიწყებს.
ამის შესახებ ლოიდ ოსტინმა რამშტაინის სამხედრო ბაზაზე უკრაინის დახმარების საკონტაქტო ჯგუფის რიგით მეცხრე შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ ველოდებით, რომ გაზაფხულზე უკრაინა იერიშის წამოიწყებს. სწორედ ამიტომ, უკრაინის დახმარების ჯგუფში შემავალი თითოეული პარტნიორი ვაკეთებთ ყველაფერს, რათა უკრაინელებს ჰქონდეთ საკმარისი ჯავშანტექნიკა და საცეცხლე სიმძლავრე, რათა ბრძოლის ველზე მიაღწიონ შედეგებს, რომელთა მიღწევაც სურთ",- განაცხადა ოსტინმა.
კონტექსტი
გერმანიაში რამშტაინის ფორმატის სახელით ცნობილი მორიგი შეხვედრა გაიმართა - ამ ეტაპზე დასავლელი მოკავშირეების ფოკუსში უკრაინისთვის საკმარისი საარტილერიო ჭურვების უზრუნველყოფა იყო.
მხარეების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემის შესაძლებლობაც, თუმცა საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.