პაპი ფრანცისკე: მსოფლიო უზარმაზარ ტრაგედიებს უგულებელყოფს

 

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ კრიზისებისა და ადამიანების ტანჯვის მიმართ ჩვენი სენსიტიურობა მკვეთრად შემცირდა.

საშობაო მიმართვისას პაპმა სირიის, იემენის, ერაყის და ზოგადად, აფრიკაში, ევროპასა და აზიაში მიმდინარე კონფლიქტებზე ისაუბრა.

"ჩვენ ვართ კონფლიქტების, კრიზისების და უთანხმომების ზრდის მოწმეები - თქვა მან - იმდენად შევეჩვიეთ ამას, რომ უზარმაზარი ტრაგედიები დუმილის ფონზე ჩაივლის."

მან ასევე აღნიშნა, რომ პანდემიამ ხელი შეუშალა საერთაშორისო დონეზე კონფლიქტების მოგვარებას.

პაპის საშობაო მიმართვას ათასობით ადამიანი პირბადეებით, კოვიდ-რეგულაციების დაცვით ისმენდა.

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები