რომის პაპი შვედეთში ყურანის დაწვით აღშფოთებულია

რომის პაპმა ფრანცისკემ შვედეთის დედაქალაქში ყურანის დაწვა დაგმო. 

3 ივლისს, გაერთიანებული საემიროების გაზეთ Al-Ittihad-თან ინტერვიუში მან მუსლიმთა წმინდა წიგნის დაწვას აღმაშფოთებელი ქმედება უწოდა, რომელიც მასში ზიზღს იწვევს.

"აღშფოთებული ვარ, მეზიზღება მსგავსი ქმედებები. ნებისმიერ წიგნს, რომელსაც ხალხი წმინდად თვლის, პატივისცემით უნდა მოეპყრო. სიტყვის თავისუფლება არასოდეს უნდა გამოიყენო სხვებისთვის შეურაცხყოფის მისაყენებლად," - განაცხადა პონტიფიკოსმა.

შვედეთის პოლიციამ 28 ივნისს სტოკჰოლმის მთავარ მეჩეთთან აქციის ჩატარება დაუშვა, რომელზეც ყურანი დაწვეს. თებერვალში, სამეფოს პოლიციამ მსგავსი ღონისძიების მოთხოვნა უსაფრთხოების მიზნით უარყო. თუმცა, ივნისში საკასაციო სასამართლომ აკრძალვა უკანონოდ გამოაცხადა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა ისლამური დღესასწაულის პირველ დღეს ჩადენილ ქმედებას "ამაზრზენი" უწოდა.

ერაყმა, ქუვეითმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და მაროკომ ყურანის დაწვის ინციდენტის გასაპროტესტებლად შვედეთის ელჩები დაიბარეს.

ირანი კი შვედეთში ახალი ელჩის გაგზავნისგან თავს შეიკავებს.

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში შვედეთის საელჩოში ხუთშაბათს ასობით ადამიანი შეიჭრა, რომლებიც ყურანის დაწვის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.

მსგავსი სიახლეები