ზელენსკი პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე ჩასვლას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი გეგმავს პაპ ფრანცისკეს დამშვიდობების ცერემონიაზე ჩასვლას ვატიკანში.
ამის შესახებ "ევროპეისკაია პრავდას" უყვება პრეზიდენტის გარემოცვაში არსებული წყარო.
"პრეზიდენტის ოფისი ელოდება რომის პაპის დაკრძალვის ოფიციალურ თარიღს, და ზელენსკის რომსა და ვატიკანში ვიზიტს ამზადებენ"- უთხრა წყარომ გამოცემას.
რომის პაპის დაკრძალვაზე ჩასვლას აპირებს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც - "მე და მელანია პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე რომში გავემგზავრებით. იქ ყოფნას ჩვენ მოუთმენლად ველოდებით" - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
21 აპრილს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა რომის პაპი ფრანცისკე.