პარიზის აეროპორტში მუშები გაიფიცნენ, ფრენები გადაიდო
პარიზში, შარლ დე გოლის აეროპორტის მუშები გაიფიცნენ, რამაც ფრენების გადადება გამოიწვია. ისინი ხელფასების შემცირებას აპროტესტებენ.
აეროპორტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ისინი შემოსავლების კლების ფონზე ხელფასების შემცირებით ცდილობენ თანამშრომლების რაოდენობა შეინარჩუნონ.
კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ აეროპორტის შემოსავალი 80%-ით შემცირდა.
გაფიცული თანამშრომლები მგზავრებს ტერმინალებისკენ არ უშვებდნენ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა.
მსოფლიოში ვაქცინირებული ადამიანების ზრდასთან ერთად ავიაკომპანიები მგზავრების რაოდენობის მატებას ელიან.