პასეჩნიკი: მჯერა მალე დონბასში რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმს ჩავატარებთ

ლუჰასნკელი სეპარატისტების ლიდერი, ლეონიდ პასეჩნიკი დონბასის "სახალხო რესპუბლიკებში" რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე ალაპარაკდა. 

"ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში, რესპუბლიკაში ჩატარდება რეფერენდუმი, რომელზეც ხალხი რომელზეც ხალხი მოახდენს საკუთარი აბსოლიტური კონსტიტუციური უფლების რეალიზაციას და გამოხატავს საკუთარ აზრს რუსეთთან მიერთების საკითხზე. მე რატომღაც დარწმუნებული ვარ ასეც იქნება",- ამბობს პასეჩნიკი. 

მალევე პასეჩნიკის განცხადებას გამოეხმაურა ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი კლიშასი და განაცხადა, რომ დონბასის რესპუბლიკებს აქვთ უფლება მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება თუ ას არ ეწინააღმდეგება მათ კონსტიტუციას. 

ოდნავ უფრო ფრთხილი იყო დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი, რომლის თქმითაც, ახლა ასეთი რეფერენდუმების ჩატარებისთვის საუკუთესო დრო არ არის. 

რუსეთის ფედერეციამ დონბასის "სახალხო რესპუბლიკები" 22 თებერვალს დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოებად სცნო. 

მსგავსი სიახლეები