პატრიარქი ბართლომე: ჩვენ აღფრთოვანებული ვართ უკრაინელების სიმამაცით
მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ, უკრაინელებს შობა სპეციალური ვიდეომიმართვით მიულოცა, სადაც მან აღნიშნა, რომ წელს. შობის სასიხარულო ამბავი, "ომის ხმაურის პარალელურად ჟღერს."
კონსტანტონეპოლის პატრიარქმა, უკრაინაში, რუსეთის აგრესიას "მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ყველაზე დიდი ევროპული გეოპოლიტიკური და ჰუმანიტარული კრიზისი" უწოდა.
"უკრაინის ბევრი მცხოვრები, წელს იძულებულია, შობა ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე აღნიშნოს." - აღნიშნა ბართლომემ.
პატრიარქის თქმით - "ქრისტეს წმიდა დიდი ეკლესია აგრძელებს აღფრთოვანებას უკრაინელი ხალხის გამბედაობით, სიმამაცითა და ვაჟკაცობით, რომელიც მთელ მსოფლიოს აჩვენებს, სამშობლოს მიმართ ჭეშმარიტ ერთგულებასა და უსაზღვრო სიყვარულს".
მსოფლიო პატრიარქმა ასევე დაამატა, რომ "მხოლოდ უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობას შეუძლია ბოროტებისა და სიბნელის დამარცხება."