პატრუშევი: რუსეთი დაინტერესებულია უკრაინასთან შეთანხმების რაც შეიძლება მალე მიღწევით
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა 15 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთი დაინტერესებულია უკრაინასთან რაც შეიძლება მალე მიაღწიოს პოლიტიკურ და დიპლომატიური შეთანხმებებს, რაც რუსეთს საომარი მოქმედებების დასრულების საშუალებას მისცემს.
ამის შესახებ მან BRICS-ის ქვეყნების უმაღლესი წარმომადგენლების შეხვედრის დროს განაცხადა, წერს Интерфакс-ი.
პატრუშევი ამბობს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკრაინამ დაბლოკა და "ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და მათი მოკავშირეების დესტრუქციულმა ქმედებებმა, სავარაუდოდ, გამოიწვია დიალოგის შეწყვეტა".
მისი თქმით, დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ომს "ხელოვნურად" აჭიანურებს.