პეჩორის ლავრის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი და სატრაპეზო სახელმწიფოს გადაეცა

კიევ-პეჩორის ლავრის მთავარი ტაძარი მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას ჩამოართვეს. უკრაინის კულტურის მინისტრმა ალექსანდრ ტკაჩენკომ განაცხადა, რომ ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი და ლავრის სატრაპეზო სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოექცა.

ტკაჩენკომ განაცხადა, რომ 2 იანვრიდან ქონების ინვენტარიზაციასა და შენობების შემოწმებას სპეციალური კომისია ტაძარს ამოწმებდა, ახლა მისი მუშაობა დასრულებულია.   

"მიუხედავად იმისა, რომ კომისიის ბოლო სხდომაზე არ გამოცხადდა მიტროპოლიტი პვლე, რომელსაც ხელი უნდა მოეწერა აქტზე, ეს არ წარმოადგენს დაბრკოლებას სახელმწიფო ქონების დაბრუნებისთვის", - განაცხადა მან.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი და სატრაპეზო ტაძარი მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას 2016 წელს გადაეცა. 2022 წლის 31 დეკემბერს იჯარის ვადა ამოიწურა.

მსგავსი სიახლეები