პელოსი: დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია აშშ სოლიდარული იყოს ტაივანთან
ნენსი პელოსიმ ტაივანში ჩასვლისთანავე თავისი ვიზიტის მიზნების შესახებ ისაუბრა - კონგრესის სპიკერის თქმით, მისი ვიზიტი დასტურია იმისა, რომ აშშ კვლავ მხარს უჭერს დემოკრატიულ ტაივანს.
"დღეს, როდესაც მსოფლიო აღმოჩნდება არჩევნის წინაშე დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია აშშ-მ გამოხატოს სოლიდარობა 23-მილიონიანი ტაივენელი ერის მიმართ",- განაცხადა კონგრესის სპიკერმა.
უფრო მეტი ნენსი პელოსის ვიზიტის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
ასევე, შეგიძლიათ მოუსმინოთ ჩვენს პოდკასტს - "ცეცხლთან თამაში" - დაძაბულობა ტაივანზე.