პენტაგონი: აშშ სლოვაკეთში Patriot-ის სისტემებს განათავსებს

მას შემდეგ, რაც სლოვაკეთმა უკრაინას S-300 კომპლექსები გადასცა, ქვეყანაში ამერიკული Patriot-ის სისტემები განათავსდება. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

Patriot-ის სისტემები სლოვაკეთში უახლოეს დღეებში ჩავა.

"მათი დისლოკაციის ხანგრძლივობა ჯერ არ არის განსაზღვრული, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს სლოვაკეთის მთავრობასთან საჰაერო თავდაცვის გაძლირების უფრო ხანგრძლივი გადაწყვეტის შესახებ. სლოვაკეთში Patriot-ების განთავსება სრულად შეესაბამება ჩვენს წინა მცდელობებს ნატოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. ის ავსებს ნატოს მრავალეროვნულ საბრძოლო დაჯგუფებას აღმოსავლეთ სლოვაკეთში, რომელიც მოიცავს საჰაერო თავდაცვის ელემენტებს გერმანიიდან და ნიდერლანდებიდან", - თქვა ოსტინმა.

მან მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის მთავრობას უკრაინის დასახმარებლად მზადყოფნისთვის.

"ეს არის ჩვენი ალიანსის ძლიერების კიდევ ერთი მაგალითი და ის, თუ როგორ გააძლიერა პრეზიდენტ პუტინის ქმედებებმა ნატო, რის პრევენციასაც ის ცდილობდა. ჩვენ მიერ გადადგმულიყოველი ნაბიჯი მიზნად ისახავს რუსეთის აგრესიის შეკავებას და ჩვენი მოკავშირეების გაძლიერებას", - თქვა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

მსგავსი სიახლეები