პენტაგონი: HIMARS-ები მალე ბრძოლის ველზე იქნება, უკრაინელების წვრთნები სრულდება

HIMARS-ის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებაში უკრაინელი სამხედროების წვრთნები სრულდება. ამის შესახებ ინფორმაცია "ამერიკის ხმამ" 14 ივნისს, პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის, კოლინ კალის განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა.

"ჩვენ ველით, რომ ეს სისტემები მალე იქნება ბრძოლის ველზე", - ციტირებს მას "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი ჯეფ სელდინი Twitter-ზე. კალმა თქვა, რომ "უკრაინელები წვრთნებს ასრულებენ".

პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, უკრაინელების წუხილი რუსეთთან საარტილერიო დაპირისპირების გამო "იგრძნობა", ვინაიდან რუსეთს გაცილებით დიდი საარტილერიო პოტენციალი აქვს.

კალმა აღნიშნა, რომ ამ ომში ამერიკის მიზანია უკრაინას თავდაცვაში დაეხმაროს და გააძლიეროს თავისი პოზიციები რუსეთთან მოლაპარაკებებში, რომლითაც დაპირისპირება "გარდაუვლად" უნდა დასრულდეს. აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მიზანი რუსეთში რეჟიმის შეცვლა არ არის.

1 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოფიციალურად განაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე, რომელიც მოიცავს HIMARS-ის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების. CNN-ის ცნობით, უკრაინისთვის გადაცემული HIMARS-ები აღჭურვილი იქნება 80 კმ-ის დისტანციაზე მოქმედი რაკეტებით.

მსგავსი სიახლეები