პენტაგონი: ჯერჯერობით ვერაფერს დავადასტურებთ
აშშ-ს თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.
"ამ დროისთვის არ ვფლობთ ამ ცნობების დამადასტურებელ ინფორმაციას, ვაგრძელებთ ვითარების შესწავლას",- განაცხადა უწყების წარმომადგენელმა.
პატრიკ რაიდერმა ნატოს წესდების მეხუთე მუხლის ამოქმედების შესახებ დასმულ კითხვას შემდეგნაირად უპასუხა - "მოვერიდოთ სპეკულირებას ფაქტების გარეშე".
კონტექსტი
რუსეთის მიერ უკრაინისთვის ნასროლი ასამდე რაკეტიდან 2 პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ლულინში ჩამოვარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post ავრცელებს. ცნობებს ადასტურებს პოლონური მედიაც.
პოლონური მედიის ინფორმაციით, რაკეტები მარცვლეულის საშრობ საწყობს დაეცა, რის შედეგადაც დაიღუპა ორი მოქალაქე. ადგილზე უკვე მუშაობენ სამართალდამცველები და სახანძრო სამსახური.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პრემიერმა მორავიეცკიმ უსაფრთხოების და თავდაცვის საგანგებო სხდომა მოიწვია. სავარაუდოა, რომ სხდომის მოწვევა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოვარდნას უკავშირდება.
ოდნავ განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს ქალაქ ლუბლინის რადიო, რომლის ინფორმაციითაც რაკეტები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საწყობს დაეცა.
თავის მხრივ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო 2020 წლის ოქტომბერში შეიქმნა და მისი პირველი მდივნის პოსტს მმართველი პარტიის ლიდერი, იაროსლავ კაჩინსკი იკავებს.
კაჩინსკისა და პრემიერ-მინისტრის გარდა საბჭოში შედიან სპეცსამსახურების კოორდინაციის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და იუსტიიციის მინისტრი.