პენტაგონი: ოკუპანტების მიერ უკრაინისკენ გასროლილი 480 რაკეტიდან 70-ზე მეტი ბელარუსიდან ისროლეს
რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან ოკუპანტებმა 480 რაკეტა გაისროლეს უკრაინაში, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა 3 მარტს.
"ჩვენ დავთვალეთ ყველა ზომის და სიმძლავრის რუსული რაკეტის 480-ზე მეტი გაშვება - 230 რაკეტა უკრაინაში ამავე ქვეყნის ტერიტორიიდან გაუშვეს, 160 რუსეთიდან, 70 ბელორუსიიდან, 10-ზე ნაკლები კი შავი ზღვიდან, რუსეთის ფლოტის გემებიდან", - განაცხადა მან.
პენტაგონის სპიკერმა აღნიშნა, რომ ამერიკული მხარის შეფასებით, "უკრაინის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები ხელუხლებელი და ეფექტური რჩება".