პენტაგონი: უკრაინას HIMARS-ებისთვის 80 კმ-ზე მოქმედ რაკეტებს ვაწვდით

HIMARS-ებისთვის განკუთვნილი რაკეტების სროლის მანძილი, რომლებსაც შეერთებული შტატები უკრაინას აწვდის 80 კმ-ია. ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა 20 ივლისს, უკრაინის თავდაცვის შესახებ საკონტაქტო ჯგუფის ონლაინ შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ ბრიფინგზე განაცხადა.

ოსტინს ჰკითხეს, განიხილავს თუ არა აშშ უკრაინას უფრო შორ დისტანციაზე მოქმედი რაკეტების მიწოდებას, რომლითაც შესაძლებელი იქნება ოკუპირებულ ყირიმში სამიზნეების განადგურება.

"HIMARS-ის რაკეტების მოქმედების მანძილი, რომელიც უკრაინას მიეწოდება, დაახლოებით 80 კმ-ია და ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია," - უპასუხა მან.

პენტაგონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამ რაკეტებმა შესაძლებელი გახადა უკრაინას დაებომბა უფრო შორეული სამიზნეები, რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები აქამდე ვერ ანადგურებდნენ. მან დასძინა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები "ძალიან ეფექტურია სამიზნეების არჩევაში".

მსგავსი სიახლეები