პენტაგონი: უკრაინაში ომი რთული იქნება, აშშ კიევის მხარდაჭერას გააგრძელებს
16 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პენტაგონის სპიკერმა პეტ რაიდერმა უარი თქვა წინასწარმეტყველებაზე, როდის დასრულდება რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ბრიფინგის ჩანაწერს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდი ავრცელებს.
მან აღნიშნა, რომ პენტაგონი ხედავს უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებას ხარკოვისა და ხერსონის რეგიონებში.
"ჩვენ გვჯერა, რომ ომი გაგრძელდება. თქვენ იცით, რა თქმა უნდა, ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინელებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს და ჩვენ გავაგრძელებთ... იცით, ჩვენ გავაგრძელებთ მათი ბრძოლის მხარდაჭერას. მაგრამ ჩვენ ველით, რომ ეს ბრძოლა ძალიან რთული იქნება და ერთადერთი, რამაც შეიძლება დააჩქაროს მისი დასრულება, არის თუ რუსები გადაწყვეტენ სწორად მოიქცნენ და თავიანთი საოკუპაციო ძალები გაიყვანონ უკრაინიდან", - დასძინა რაიდერმა.
პენტაგონის სპიკერმა, ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს რესურსები გააგრძელოს უკრაინისთვის თავდაცვითი დახმარების მიწოდება საფრთხის ქვეშ არ არის.
"დარწმუნებული ვართ, რომ შეგვიძლია გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა მის შემდგომ ბრძოლაში", - დასძინა რაიდერმა.