პენტაგონი უკრაინისთვის $1.2 მილიარდის NASAMS-ებს შეიძენს - Reuters

პენტაგონი ამერიკულ თავდაცვისა და საჰაერო კოსმოსურ კომპანიას Raytheon Technologies Co-სთან გააფორმებს კონტრაქტს ექვსი NASAMS-ის საზენიტო სარაკეტო სისტემის წარმოებაზე, რათა შემდგომში კომპლექსები უკრაინას გადასცეს.

ამის შესახებ 30 ნოემბერს, Reuters ვაშინგტონში ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი მისმა კორესპონდენტმაც ნახა. მისი თქმით, კონტრაქტის ღირებულება 1.2 მილიარდი დოლარი იქნება.

კონტრაქტის გაფორმების დრო და სხვა დეტალები არ ვრცელდება. ამ საკითხზე ოფიციალური პირებისგან კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

კონტექსტი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე გადასცა უკრაინას NASAMS-ის რამდენიმე სისტემა. 25 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემები უკვე მიიღო. ხოლო 7 ნოემბერს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ ეს დანადგარები "მნიშვნელოვნად აძლიერებს უკრაინის არმიას" და უკრაინის ცას უფრო უსაფრთხოს ხდის.

ბრიტანელი სამხედრო ექსპერტი ტიმ რიპლი თვლის, რომ NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინას საშუალებას მისცემს "შეავსოს ბევრი ხვრელი" საჰაერო თავდაცვაში.

"ეს უკრაინას შანსს მისცემს შექმნას საჰაერო თავდაცვის ქოლგები ძირითად სამიზნეებზე, როგორიცაა ხიდები, ქარხნები, აეროდრომები და დაიცვას ისინი რუსული თვითმფრინავების და ფრთოსანი რაკეტების თავდასხმისგან", - თქვა მან.

მსგავსი სიახლეები