პენტაგონი უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღების სრულ ჩამონათვალს აქვეყნებს

აშშ-ს თავდაცვის უწყებამ პრესას უკრაინისთვის განკუთვნილი და უკვე გადაცემული შეიარაღების სრულ ჩამონათვალს აქვეყნებს.

სია შემდეგნაირად გამოიყურება: 

  • სტინგერის 1 400 ანტი-საჰაერო სისტემა;

  • ჯაველინის 5 500-ზე მეტი ანტი-სატანკო სისტემა;

  • 14 000-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ანტი-საჯავშნო სისტემა;

  • Switchblade-ის 700-ზე მეტი საჰაერო ოპერირების სისტემა;

  • 90 ერთეული 155 მილიმეტრიანი ჰაუბიცები და 200 ათასი ჭურვი;

  • 72 ტაქტიკური სატრანსპორტო საშუალება ჰაუბიცების გადასატანად;

  • Mi-17-ის ტიპის 16 ვერტმფრენი;

  • მაღალი გამავლობის 100-ზე მეტი ბორბლიანი სატრანსპორტო საშუალება;

  • M113-ის ტიპის 200 ქვეთებისთვის განკუთვნილი ჯავშანტრანსპორტიორი;

  • 7 000-ზე მეტი სასროლო იარაღი;

  • 50, 000 000-ზე მეტი პარტია საბრძოლო მასალა;

  • ჩაფხუტის და ჯავშანჟილეტის 75 ათასი წყვილი; 
  • Phoenix-ის ტიპის 121 საჰერო ოპერირების სისტემა [დრონი];

  • ლაზერული დამიზნების სარაკეტო სისტემები;

  • სანაპირო თავდაცვის გემები;

  • 17 ანტი-საარტილერიო რადარების სიტემა;

  • 4 ანტი-საბატარეო რადარების სისტემა;

  • 2 საჰაერო დაზვერვის რადარების სისტემა;

  • M18A1-ის ტიპის ნაღმი;

  • C4-ის ტიპის ასაფეთქებელი;

  • ტაქტიკური უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემები;

  • ღამის ხედვის მოწყობილობები, თერმული ხედვის მოწყობილობები, ოპტიკური და ლაზერული ხედვის საშუალებები;

  • კომერციული სატელიტური დაკვირვების გამოსახულებები;

  • ასაფეთქებელის საწინააღმდეგო დამცავი საშუალებები; 

  • ქიმიური, ბიოლოგიური და რადიოაქტიური ნივთიერებებისგან დამცავი აღჭურვილობა; 

  • სამედიცინო დანიშნულების მომარაგება, მათ შორის პირველადი სამედიცინო დახმარების პაკეტები;

  • ანტი-სარადარო სისტემები;

  • საველე აღჭურვილობა და სათადარიგო ნაწილები. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები