პენტაგონი უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემაზე უარს ამბობს
ოთხშაბათს პენტაგონმა განაცხდა, რომ პოლონური MiG-29-ების უკრაინისთვის გადაცემის ყველა გეგმაზე უარს ამბობს, მათ შორის, მეორე ქვეყნის მიერ. გადაწყვეტილების მიღების მიზეზად "მაღალი რისკები" დასახელდა.
ასევე პენტაგონონმა განაცხადა, რომ თვითმფრინავების გადაცემა უკრაინის საჰაერო ძალების ეფექტურობას მნიშვნელოვნად არ შეცვლის.
პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ მედიას უთხრა, რომ ამერიკის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი პოლონელ კოლეგას უკვე ესაუბრა და ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილება აცნობა.
მისი თქმით, აშშ უკრაინას უფრო კრიტიკულ სამხედრო საჭიროებებს დაუკმაყოფილებს, როგორიც არის ანტი-სატანკო და საჰაერო თავდაცვის საშუალებები.
პოლონეთი აცხადებდა, რომ მზად იყო MiG-29-ები ნატოსთვის გადაეცა, რომლებსაც შემდგომში უკრაინა მიიღებდა.
კირბის თქმით, ამერიკის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინისთვის თვითმფირინავების გადაცემას რუსეთი ესკალაციად აღიქვამდა და მნიშვნელოვან საპასუხო რეაქცაის გამოიწვევდა.