პესკოვი: იდეალურ ვარიანტში უკრაინა ნაცისტებისგან უნდა გავწმინდოთ

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესოვმა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე კომენტარი გააკეთა. 

პესკოვის თქმით, კრემლისთვის იდეალურ სცენარში უკრაინა ნაცისტებისგან უნდა გაიწმინდოს. პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის მოლაპარაკებები აწარმოოს უკრაინის ხელისუფლებასთან ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსთან დაკავშირებით.  

__________________________________________________

რუსეთის პრეზიდენტმა 24 თებერვლის დილით, თბილისის დროით დილის შვიდ საათზე უკრაინაში მასშტაბური ინტერვენციის დაწყება გამოაცხადა.

პუტინმა კიევის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მიზნად "უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა.

უკრაინაში აფეთქებები გაისმა კიევში, მარიუპოლში, ხარკოვში, ნიკოლაევში, ხერსონესში. 

ვრცელდება უკრაინული პოზიციების "გრადების" ზალპური ცეცხლით დაბომბვის ვიდეოკადრები.

ოდესაში და აზოვის ზღვის ნაპირზე რუსეთის ფლოტმა სადესანტო ოპერაციები დაიწყო. 

დროებით დაიხურა ხარკოვის, დნეპრის, ზაპოროჟიის აეროპორტები. 

პუტინის განცხადებამდე ცოტა ხნით გავრცელდა ლუჰანსკის და დონეცკის სეპარატისტი ლიდერების მიმართვები, რომლებშიც მათ რუსეთისგან "უკრაინული აგრესიის მოგერიებაში" დახმარება მოითხოვეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა - უშედეგოდ. 

 

მსგავსი სიახლეები