პესკოვი: ლუკაშენკოს აფხაზეთის, ყირიმის და სამაჩაბლოს აღიარებაზე აღარ მივანიშნებთ

 

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ბელარუსის მხრიდან საქართველოს და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დე-იურე აღიარების შესაძლებლობაზე ისაუბრა. 

პესკოვის თქმით, ლუკაშენკო ყველაფრის საქმის კურსშია და გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღოს.

"პრეზიდენტი პუტინი აღარ აპირებს დამატებითი სიგნალების გაგზავნას ლუკაშენკოსთვის, ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებისთვის და ასევე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის, ის საქმის კურსშია და გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღოს."- განაცხადა პუტინმა. 

გასულ დღეებში ბელარუსის თვითაღიარებულმა პრეზიდენტმა ვრცელი ინტერვიუ მისცა ცნობილ რუს პროპაგანდისტს, ვლადიმირ სალავიოვს.

პროპაგანდისტის კითხვაზე თუ როდის აღიარებს ბელარუსი ოფიციალურად ყირიმს რუსეთის ტერიტორიად და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, ლუკაშენკომ უპასუხა, რომ ამას გააკეთებს როგორც კი ამის აუცილებლობა დადგება. 

 

მსგავსი სიახლეები