პესკოვი: რომის სტატუტს არ ვცნობთ, სასამართლოს გადაწყვეტილება უსუსურია
კრემლის პრესსპიკერის თქმით, სამართლის თვალსაზრისით სასამართლოს გადაწყვეტილება უსუსურია.
"რუსეთი როგორც მთელი რიგი სახელმწიფოები არ აღიარებენ ამ სასამართლოს იურისდიქციას, შესაბამისად ამ ტიპის ნებისმიერი გადაწყვეტილება სამართლის თვალსაზრისით უსუსურია",- ამბობს პესკოვი.
მანამდე მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
კონტექსტი
ცოტა ხნის წინ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გამოსცა. რუსეთის პრეზიდენტს და მის წარმომადგენელს ბავშვთა უფლებების საკითხში მარია ლვოვა-ბელოვას ბრალი ედებათ უკრაინიდან ბავშვების არაკანონიერ დეპორტაციაში.
"ეს მხოლოდ დასაწყისია",- ასე გამოეხმაურა სასამართლოს გადაწყვეტილებას ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი.