პესკოვი: ვიმედოვნებთ, რომ სომხეთთან სამოკავშირეო ურთიერთობები შენარჩუნდება

კრემლი იმედოვნებს, რომ ოფიციალური ერევანი არ იცვლის საგარეო ვექტორს და კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციის ფარგლებში კვლავ სტრატეგიულ მოკავშირედ დარჩება. 

ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა. 

"სომხეთი რჩება ჩვენ მოკავშირედ სტრატეგიულ პარტნიორად, როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ასევე მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში. გავაგრძელებთ მათთან საუბარს",- განაცხადა პესკოვმა. 

კრემლის პრესსპიკერის კომენტარი მინსკში კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტის შემდეგ გაკეთდა, რომელსაც პირველად არ ესწრებოდა ნიკოლ ფაშინიანი. პესკოვმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ სამიტს სომხეთის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. 

კონტექსტი 

8 ნოემბერს სომხეთმა გამოტოვა დსთ-ს უსაფრთხოების საბჭოების ხელმძღვანელთა შეხვედრა

სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გასულ წლებში ყარაბაღის მეორე ომის დაწყების შემდეგ დაიძაბა. ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა 19 სექტემბრის შემდეგ, როდესაც აზერბაიჯანის არმიამ სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ყარაბაღში დარჩენილ ბოლო სომხურ ანკლავზე სრული კონტროლი დაამყარა. 

ნიკოლ ფაშინიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალებმა ჩააფლავეს მისია. პარალელურად სომხეთმა გააქტიურა ურთიერთობები ევროკავშირთან. სომხეთის პრემიერმა, განაცხადა, რომ ის ვერ ხედავს სომხეთის სარგებელს კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციაში წევრობისგან. 

ოქტომბერში ფაშინიანმა ბიშკეკში გამართული დსთ-ს სახელმწიფოს მეთაურთა სამიტიც გამოტოვა. 

მსგავსი სიახლეები