პეტრეუსი: უკრაინაში ომს ბრძოლის ველზე ვერავინ მოიგებს
CIA-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა დევიდ პეტრეუსმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომს ბრძოლის ველზე ვერავინ მოიგებს. მისი აზრით, ვლადიმერ პუტინს "ჯერ კიდევ სჯერა, რომ რუსეთს შეუძლია უფრო დიდხანს გაუძლოს, ვიდრე უკრაინელებს, ევროპელებს და ამერიკელებს".
"თუმცა, რაღაც მომენტში, ხარჯები კრემლისთვის გაუსაძლისი გახდება - როგორც ეს იყო საბჭოთა არმიის შემთხვევაში ავღანეთში", - თქვა ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ნატომ და დასავლელმა მოკავშირეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ პუტინმა რაც შეიძლება სწრაფად გააცნობიეროს, რომ ომის მოგება შეუძლებელია.
პეტრეუსის თქმით, უკრაინამ უნდა მიიღოს დახმარება აღსადგენად და უსაფრთხოების საიმედო გარანტიები. ის თვლის, რომ ომი სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდება.