პილოტების მომზადების შემდეგ, ნიდერლანდებმა შესაძლოა უკრაინას F-16-ები გადასცეს - Bloomberg
პილოტების მომზადების შემდეგ, ნიდერლანდებმა შესაძლოა უკრაინას F-16-ის გამანადგურებლები გადასცეს.
ამის შესახებ Bloomberg-ს ორმა თანამოსაუბრემ განუცხადა, რომლებიც ამ საკითხს იცნობენ.
გამოცემის თანამოსაუბრეების ცნობით, ნიდერლანდების მთავრობა ბოლო კვირებში აშშ-ის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აიძულოს, დაეთანხმოს უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდებას.
ნიდერლანდები უკვე სწავლობს და მოკავშირეებთან ერთად განიხილავს უკრაინელი მფრინავების მომზადების შესაძლო გეგმებს.
მიუხედავად ნიდერლანდების მთავრობის მზაობისა, პილოტების მომზადებას, გამანადგურებლების უკრაინაში შეტანას და ლოჯისტიკას შეიძლება მრავალი თვე დასჭირდეს.
ახლა ნიდერლანდებს 42 F-16-ის გამანადგურებელი ჰყავს, საიდანაც 24 ამჟამად ქვეყნის არმიის სამსახურშია და უკრაინაისთვის მათი გადაცემა 2024 წლის შუა რიცხვებამდე შეუძლებელია. 18 თვითმფრინავიდან კიდევ 12 უნდა კომპანია Draken International-ისთვის მიეყიდათ, მაგრამ მთავრობამ თვითმფრინავების გაყიდვა დეკემბერში ახსნა-განმარტების გარეშე გადადო.
უკრაინამ შესაძლოა ის თვითმფრინავები მიიღოს, რომლის გაყიდვასაც ნიდერლანდები აპირებდა, ან იმ 24 თვითმფრინავიდან, რომლებიც ჰოლანდიის საჰაერო ძალების შეიარაღებაშია. ეს დამოკიდებულია სასწავლო განრიგზე.
ჰოლანდიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მთავრობა უკრაინისთვის F-16-ების შესაძლო მიწოდებას მოგვიანებით განიხილავს. მისივე თქმით, ახლა პრიორიტეტი მფრინავების მომზადებაა.