პისტორიუსი: გერმანია უკრაინას 1.3 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გადასცემს

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა სამშაბათს განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას 1.3 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გადასცემს.

პაკეტი ოთხ საზენიტო სისტემა Iris T-ს, საარტილერიო საბრძოლო მასალას და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს მოიცავს.

ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გერმანიამ უკრაინას ამ ტიპის სამი საზენიტო სისტემა უკვე გადასცა, კიდევ ერთს ზამთარში მიაწოდებს.  

კიევში ვიზიტის დროს პისტორიუსმა აღნიშნა, რომ ეს უკრაინის სამხედრო დახმარების მეხუთე პაკეტია გასული ზამთრის შემდეგ.  

ბორის პისტორიუსი კიევში მატარებლით 21 ნოემბერს ჩავიდა. პისტორიუსის შეხვედრების მთავარი თემა უკრაინელი ჯარისკაცების მომზადება და კიევის სამხედრო დახმარება იყო.

მსგავსი სიახლეები