პლატფორმა United24-მა ორ თვეში უკრაინის მხარდასაჭერად $76.8 მილიონი შეაგროვა
პლატფორმა United24-მა ორ თვეში $76.8 მილიონი შეაგროვა უკრაინის მხარდასაჭერად, იუწყება უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრო Telegram-ზე.
შემოწირულობები მსოფლიოს 90 ქვეყანაში გაკეთდა. ყველაზე მეტი შემოწირულობა აშშ-დან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, კანადიდან, დიდი ბრიტანეთიდან და უკრაინიდან გაკეთდა, განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა.
გარდა ამისა, უკრაინის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 770 000 უკრაინული გრივნა შესწირა პლატფორმას, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სტუდია Квартал 95-მა - 3.5 მილიონი, საქველმოქმედო ტელემარათონებში 8 მილიონი შეგროვდა, ფეხბურთელმა ანდრეი შევჩენკომ კი პირადად 12 მილიონი შესწირა.
პლატფორმაზე მოზიდული თანხებით უკვე შეძენილია:
- 10 რენტგენის ქირურგიული სისტემა "S-arok";
- სახელმწიფო კომუნიკაციების სპეციალური სამსახურისთვის 20 თერმოგამომსახველი;
- სამხედრო ფორმის 65 ათასზე მეტი კომპლექტი;
- თეთრეულის 68 ათასი კომპლექტი;
- 15 ათასი ჩაფხუტი;
- 6 ათასი წყვილი ფეხსაცმელი;
- 30 კვადკოპტერი;
- გამანადგურებელი ავტომობილი Armtra400 და სხვა.
United24 არის უკრაინისთვის დახმარების მოზიდვის პლატფორმა. თანხა უკრაინის ეროვნული ბანკის ანგარიშებზე შედის, შემდეგ კი შესაბამის სამინისტროებში იგზავნება. პლატფორმა აგროვებს სახსრებს სამ სფეროში: თავდაცვა და განაღმვა, მედიცინა, დანგრეული დასახლებების აღდგენა.