პოდოლიაკი: ფარისევლობა თქვენთვის შეინახეთ, რუსეთმა უნდა დატოვოს უკრაინა

მიხაილო პოდოლიაკი ვლადიმირ პუტინის მიერ საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივას გამოეხმაურა. 

ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის უფროსის მრჩეველმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიას დატოვებს. 

"უკრაინა არ შეჭრილა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე და არ კლავს სამოქალაქო პირებს, როგორც ამას რუსეთი აკეთებს. უკრაინა ანადგურებს საოკუპაციო არმიის ჯარისკაცებს, რომლებიც უკრაინაში შემოიჭრნენ. რუსეთმა უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ცეცხლის შეწყვეტა. ეს ფარისევლობა კი თქვენთვის შეინახეთ",- წერს პოდოლიაკი. 

კონტექსტი

ცოტა ხნით ადრე ვლადიმირ პუტინმა მართლმადიდებლური შობის მიზეზით 12-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა და იგივეს გაკეთებისკენ მოუწოდა უკრაინელებსაც. 

პუტინის განკარგულებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა, პატრიარქ კირილის მიმართვის საფუძველზე მიიღო. 

მსგავსი სიახლეები