პოდოლიაკი: მოლაპარაკებების ჯგუფის ყველა წევრი ჯანმრთელადაა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ჯგუფის ყველა წევრი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
მან კომენტარი გააკეთა WSJ-ის მიერ გაგავრცელებულ ცნობაზე, რომ უკრაინა-რუსეთს მოლაპარაკებების სამი მონაწილე სავარაუდოდ მოწამლეს, მათ შორის რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და უკრაინელი დეპუტატი რუსტემ უმეროვი.
"მოლაპარაკებების ჯგუფის ყველა წევრი დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. საინფორმაციო ველში ახლა ბევრი საინფორმაციო სპეკულაციაა, სხვადასხვა შეთქმულების თეორიები და ამა თუ იმ საინფორმაციო თამაშის ელემენტები. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მოლაპარაკების ჯგუფების წევრები დღეს მუშაობენ რეგულარულ რეჟიმში", - განაცხადა პოდოლიაკმა.
28 მარტს Bellingcat-ისა და The Wall Street Journal-ის გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში მონაწილე სამ ადამიანს ქიმიური იარაღით მოწამვლის სიმპტომები აღენიშნებოდა.