პოდოლიაკი: "რუსული სამყარო" შობის ღამეს ქალების, ბავშვებისა და მოხუცების მკვლელობაა

ადამიანების მკვლელობა, მათ შორის საშობაო დღეებში, არის "რუსული სამყაროს" არსი. ეს განცხადება 24 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა გააკეთა.

"ქალების, ბავშვებისა და მოხუცების მკვლელობა შობის ღამეს არის ის, რაც "რუსული სამყაროა". "გრადის" რაკეტებით ხერსონის "მკვდარ ქალაქად" გადაქცევა მას შემდეგ, რაც თქვენ შიშით გაიქცეთ იქიდან, არის რუსეთის ნამდვილი სისხლისმსმელი არსი", - წერს ის.

24 დეკემბერს, შობის წინა დღეს, რუსეთმა ხერსონის ცენტრი დაბომბა. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში განაცხადეს, რომ ქალაქი "გრადის" სარაკეტო სისტემებით დაიბომბა.

ბოლო მონაცემებით, დაბომბვის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, ათობით დაშავდა.

მსგავსი სიახლეები