პოდოლიაკი: რუსეთი და უკრაინა დიალოგს მხოლოდ ჰუმანიტარულ საკითხებზე აწარმოებენ

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები მხოლოდ ჰუმანიტარულ საკითხებზე მიმდინარეობს, აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი.

„დიპლომატიურ-პოლიტიკურ ნაწილში მოლაპარაკებების პროცესი შეჩერებულია. ჰუმანიტარულ ნაწილში ის მუშაობს - [რაც შეეხება] ტყვეების გაცვლას, ჰუმანიტარულ დერეფნებს, ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციის მცდელობას“ - თქვა პოდოლიაკმა პორტალ lb.ua-სთან ინტერვიუში.

პოდოლიაკის განცხადებით, მხარეებს შორის სამშვიდობო დიალოგი შეწყდა, რადგან „რუსეთი არსებულ მოვლენებს არაადეკვატურად უყურებს“.

შეჩერებულია როგორც ოფიციალური მოლაპარაკებები, ასევე არაფორმალური კონსულტაციები.

ბოლოს რუსეთს და უკრაინის დელეგაციები ერთმანეთს პირისპირ მარტის ბოლოს შეხვდნენ.

მაისის შუა რიცხვებში მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ ორივე მხარემ განაცხადა.

მსგავსი სიახლეები