პოდოლიაკი: რუსეთის არმიამ პრაქტიკულად ბრძოლა არ იცის
სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვით, საოკუპაციო არმია ამტკიცებს, რომ ბრძოლა არ იცის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ტვიტერზე 15 მარტს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"ომის მე-20 დღე ბევრია იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ უძლეველი ვართ. ჩვენ არ გვაქვს ცვლილებები. არანაირი ცვლილება არ არის იმაში, რომ ვიცით ბრძოლა და ეს უკვე ყველას ესმის. არ იცვლება ის, რომ ჩვენი პარტნიორები ამ ყველაფერს გაკვირვებით უყურებენ და მაინც ვერ წყვეტენ მზად არიან თუ არა ისეთი პასუხისმგებლობა აიღონ, როგორსაც უკრაინა იღებს. არავითარი ცვლილება არ არის იმაში, რომ რუსეთის არმიამ პრაქტიკულად არ იცის ბრძოლა, მას მხოლოდ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა შეუძლია", - თქვა პოდოლიაკმა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინას ჯერ არ მიუღია ის მხარდაჭერა, რასაც მოკავშირეებისგან ელოდა.
"პარტნიორები მოკრძალებულად დგანან განზე, ეშინიათ გახდნენ გლობალური ლიდერები", - წერს პოდოლიაკი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ არ გამორიცხა აგრესორის მხრიდან ესკალაციის შესაძლებლობა.
მან თქვა, რომ დარწმუნებულია უკრაინის გამარჯვებაში.