პოდოლიაკი: რუსეთს სურს ხერსონი "სიკვდილის ქალაქად" აქციოს

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა 10 ნოემბერს Twitter-ზე განაცხადა, რომ რუსული არმიის მიერ ხერსონის ოკუპაცია, ისევე როგორც მისი გაყვანა, "რუსული სამყაროს" კლასიკური მაგალითია.

"რუსეთს სურს ხერსონი "სიკვდილის ქალაქად" აქციოს. რუსი სამხედროები ნაღმავენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ: ბინებს, კანალიზაციას. მარცხენა სანაპიროზე მდებარე არტილერია გეგმავს ქალაქის ნანგრევებად გადაქცევას. ასე გამოიყურება "რუსული სამყარო": მოვიდნენ, გაძარცვეს, იზეიმეს, დახოცეს "მოწმეები", დატოვეს ნანგრევები და წავიდნენ", - წერს ის.

კონტექსტი

9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, ქალაქ ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.

ეს ბრძანება შოიგუმ რუსეთის გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების შემდეგ გასცა. სუროვიკინის თქმით, ხერსონში განლაგებული სამხედრო ნაწილების მომარაგება და ეფექტური ფუნქციონირება, შექმნილ ვითარებაში შეუძლებელია.

დღეს დილით უკვე გავრცელდა კადრები, სადაც რუსი სამხედროები მდინარე დნეპრს კვეთენ და ქალაქ ხერსონიდან გადიან.

მსგავსი სიახლეები