პოდოლიაკი: ყველაფერს HIMARS, 155 მმ-იან ჰაუბიცები და უკრაინის არმია გადაწყვეტს

რუსეთის მიერ მიტაცებულ უკრაინის ტერიტორიებს, მათ შორის ყირიმს, უკრაინის შეიარაღებული ძალები "ნებისმიერი საშუალებით" გაათავისუფლებს.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა 1 სექტემბერს, Freeдом-ის ეთერში თქვა.   

"უკრაინის ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას, მათ შორის ყირიმის ნახევარკუნძულს, უკრაინის შეიარაღებული ძალები ნებისმიერი გზით გაათავისუფლებენ. ჩვენ შევალთ იქ და გავანადგურებთ რუსეთის იმ რაოდენობის აღჭურვილობას და ადამიანურ ძალას, რაც აუცილებელია ოკუპაციის დასასრულებლად", - განაცხადა მან.

პოდოლიაკის თქმით, "დღეს მსოფლიო ამბობს, რომ ყირიმში რეფერენდუმი არ ყოფილა".

"ჩვენ გვაქვს ყირიმის დეოკუპაციის უფლება ისევე, როგორც ხერსონის რეგიონის. რასაც, ფაქტობრივად, ჩვენ გავაკეთებთ... მხოლოდ HIMARS, 155 მმ-იანი ჰაუბიცები და ჩვენი ბრწყინვალე შეიარაღებული ძალები გადაწყვეტენ ყველაფერს", - შეაჯამა პოდოლიაკმა.

მსგავსი სიახლეები