Politico: ამერიკამ უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა, თეთრი სახლი ინფორმაციას არ ადასტურებს
Politico-ს ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტი დროებით შეაჩერა, რაც ლეტალური იარაღის მიწოდებასაც მოიცავს.
დახმარების პაკეტი ჯამში 100 მილიონ დოლარს შეადგენდა.
ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რუსეთმა ქვეყნის საზღვართან ათასობით სამხედროს და ტექნიკის მობილიზება მოახდინა.
თუმცა, ბაიდენის და პუტინის შეხვედრის შემდეგ, დახმარების დროებით შეჩერება გადაწყდა, რადგან რუსეთმა განაცხადა, რომ სამხედროები საზღვრისპირა რეგიონებს დატოვებენ.
სამხედრო დახმარების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ლეტალური იარაღი - მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემები და ანტი-სატანკო შეიარაღება იყო.
თეთრი სახლის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და "ნონსენსი" უწოდა.