პოლონეთის ვიცე-პრემიერი: მზად ვართ იმდენი უკრაინელი ლტოლვილი მივიღოთ, რამდენიც საჭიროა
პოლონეთი მზადაა იმდენი უკრაინელი ლტოლვილი მიიღოს, რამდენიც საჭირო იქნება. ამის შესახებ პოლონეთის ვიცე-პრემიერმა პიოტრ გლინსკიმ Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც 28 მარტს გამოქვეყნდა.
მან აღნიშნა, რომ პოლონეთს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა მიიღოს უკრაინელი ლტოლვილები.
გლინსკის თქმით, პოლონეთმა ერთ თვეში დაახლოებით 2.3 მილიონი უკრაინელი მიიღო - მეტი, ვიდრე ევროპის ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ.
ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ ბოლო დროს ლტოლვილების რაოდენობა შემცირდა, მაგრამ პოლონეთი მზადაა შესაძლო ტალღებისთვის.
გაეროს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 10 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი სახლები, მათგან 6.5 მილიონი გახდა იძულებით გადაადგილებული პირი, 3.5 მილიონი კი საზღვარგარეთ წავიდა.