პოლონეთში რუსეთის ჯაშუშური ქსელის 9 წევრი დააკავეს

პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურებმა რუსეთის ჯაშუშური ქსელის 9 წევრი დააკავა - უწყების ცნობით, რუსეთთან დაკავშირებული პირები გეგმავდნენ საბოტაჟის აქტებს და უთვალთაველებდნენ რკინიგზის მარშრუტებს, რომლებიც უკრაინაში იარაღის ექსპორტისთვის გამოიყენება. 

ინფორმაციას ამის შესახებ Asociated Press ავრცელებს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინისკიმ განაცხადა, რომ ამოღებულია ფოტო და ვიდეო კამერები, ელექტრონული მოწყობილობები და GPS ტრანსმიტერები, რომლებიც უკრაინისკენ მიმავალი ტრანსპორტზე უნდა მიემაგრებინათ. 

თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშაკის თქმით, ჯაშუშებმა პოლონეთში ბელარუსიდან შეაღწიეს და ისინი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდნენ. 

მოგვიანებით ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიამ დაადასტურა, რომ დაკავებული 9 პირიდან 3 ბელარუსის მოქალაქე იყო. 

მატეუშ კამინსკიმ განაცხადა, რომ გამოძიება კვლავ მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ჯაშუშური დაჯგუფების საქმიანობის მეტი დეტალი გასაჯაროვდება. 

მსგავსი სიახლეები