პომპეო: უკრაინას Abrams-ის ტანკები და Patriot-ის სისტემები უნდა გადავცეთ
აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა რუსეთის სამხედრო აგრესიას გენოციდი უწოდა და განაცხადა, რომ ამ ომის მიზანი რუსეთის ახალი იმპერიის შექმნაა. პომპეომ ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა. ამ თემებზე მაიკ პომპეომ Hudson-ის უნივერისტეტში სიტყვით გამოსვლილას ისაუბრა.
"პუტინის უკანონო თავდასხმითი ომი წარმოადგენს დაგეგმილ გენოციდს, ეს არის ერის მიზანმიმართული განადგურების მცდელობა და სრულად შეესაბამება 1948 წელს გაეროს წესდებაში მიღებულ განმარტებას", - თქვა პომპეომ.
მისი განმარტებით, პუტინი გეგმავს სხვა საბჭოთა რესპუბლიკების ენერგორესურსების მითვისებას და ამგვარად გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე დომინაციის განმტკიცებას.
პომპეო ამბობს, რომ პუტინის წარმატება მძიმე დარტყმა და დანაკარგი იქნება აშშ-სთვის. ყოფილი სახელმწიფო მდივანი მოუწოდებს ბაიდენის ადმინისტრაციას არ დაუშვა პუტინის გამარჯვება დონბასში და გააძლიერონ უკრაინის ყოველმხრივი დახმარება.
"აშშ-ს სამხედრო საწყობებში Abrams-ის ბევრი ტანკი გვაქვს, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი დაუყოვნებლივ უნდა მოვიყვანოთ შესაბამის მდგომაროებაში და რაც შეიძლება სწრაფად გადავცეთ უკრაინას",- ამბობს პომპეო.
პომპეომ ისაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველაზე სუსტ წერტილზე და თეთრ სახლს მოუწოდა უკრაინას ამერიკული წარმოების Patriot-ის ტიპის ანტისარაკეტო სისტემები გადასცეს. პომპეოს თქმით, უკრაინის დასაცავად მოძველებული საბჭოთა C-300-ის სისტემა საკმარისი არ არის.
ყოფილი სახელმწიფო მდივანი ახალი გლობალური დემოკრატიული ალიანსის შექმნის იდეით გამოდის, რომელიც წინ აღუდგება რუსეთისა და ჩინეთის აგრესიას და რომლის საყრდენი წერტილები უკრაინაში, ისრაელსა და ტაივანში იქნება.
პომპეოს თქმით დასავლელი პარტნიორების ნებისმიერი მცდელობა დააშოშმინონ პუტინი კრახისთვის არის განწირული - "სოლიდარობა ნატოს რიგებში ყველაზე მნიშვნელოვანია, გერმანიამ და საფრანგეთმა არ უნდა მიიღონ მხედველობაში კრემლის სურვილები".
მაიკ პომპეო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავლენიანი რესპუბლიკელია, წინა წლებში სახელმწიფო დეპარტამენტის გარდა ის ხელმძღვანელობდა აშშ-ს ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსაც.
ცოტა ხნის წინ პომპეომ მიანიშნა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვას და საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას აპირებს.