პორტუგალიამ რუსებს "ოქროს ვიზებზე" უარი უთხრა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, პორტუგალიამ "ოქროს ვიზებზე" რუსეთის მოქალაქეების 10-ვე განაცხადს უარყოფითი პასუხი გასცა. ამის შესახებ Publico პორტუგალიის უცხოელთა და მესაზღვრეების სამსახურზე (SEF) დაყრდონით კვირას, 11 სექტემბერს იუწყება.
ომის დაწყების შემდეგ, ოფიციალურმა ლისაბონმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ფონზე შეაჩერა რუსეთის მოქალაქეების განცხადებების განხილვა "ოქროს ვიზაზე". შეჩერების შემდეგ, პორტუგალიის ხელისუფლებამ 10 განცხადებ მიიღო და ყველა მათგანი უარყო.
პროგრამა, რომელიც 2012 წლიდან ფუნქციონირებს, პორტუგალიაში ბინადრობის ნებართვის 250 ათასი ევროს ინვესტიციის სანაცვლოდ მიღების საშუალებას იძლევა. პროგრამის დაწყებიდან 430-ზე მეტი ოქროს ვიზა გაიცა რუსეთის მოქალაქეებზე, აკონკრეტებს Publico.
SEF-ის მონაცემებით, ბოლოს პორტუგალიამ რუსეთის მოქალაქეებს „ოქროს ვიზები“ 2022 წლის იანვარში მისცა. მაშინ შვიდი განაცხადი დაკმაყოფილდა. 2021 წლის დეკემბერში 10 ვიზა გაიცა, ნოემბერში - ხუთი, ოქტომბერში - რვა. 2021 წელს დოკუმენტი სულ 65-მა რუსმა მიიღო.