ზელენსკის ადმინისტრაცია: უკრაინა შოლცისა და შტაინმაიერის ვიზიტებს კიევში მოუთმენლად ელის
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიევს გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცისა და გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტს ელის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ანდრეი სიბიგამ 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"მინდა ხაზი გავუსვა გერმანიასთან ჩვენი ურთიერთობებში დადებით დინამიკას. პრეზიდენტს სატელეფონო საუბარი ჰქონდა პრეზიდენტ შტაინმაიერთან. ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა კიევში მიიღო ბუნდესტაგის პრეზიდენტი, მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრი და ასევე გუშინ ესაუბრა ფედერალურ კანცლერ შოლცს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა სიბიგამ.
მისი თქმით, უკრაინისა და გერმანიის ხელმძღვანელობას "საერთო ინტერესების მკაფიო გაგება აქვთ".
"არსებობს ერთობლივი შეფასებები იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დღეს ევროპა და უკრაინა დგანან. ჩვენ ნათლად გვესმის ურთიერთქმედების ალგორითმი და ჩვენ მოუთმენლად ველით გერმანიის ლიდერების - როგორც პრეზიდენტის, ასევე კანცლერის ვიზიტებს კიევში", - აღნიშნა სიბიგამ.