პრიგოჟინი ადასტურებს, რომ "ვაგნერის" მებრძოლმა ორი არასრულწლოვანი გააუპატიურა

ვაგნერის ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა დაადასტურა, რომ ნოვოსიბირსკის რეგიონში სკოლის მოსწავლეების გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი მართლაც მისი დაჯგუფების მებრძოლია. ამის შესახებ Сибирь.Реалии წერს.

"ჩვენ შევამოწმეთ, დიახ, ჩვენ ის ნამდვილად წავიყვანეთ კოლონიიდან - როდესაც კოლონიებში ვიყავი და მათ ვესაუბრე," - თქვა პრიგოჟინმა.

მისი თქმით, ვაგნერმა 50 000 პატიმარი დაიქირავა, მაგრამ სამხედრო კომპანიაში სამსახურის შემდეგ, სავარაუდოდ, მხოლოდ 0.2%-მა ჩაიდინა დანაშაული.

გამომძიებლების თქმით, 10 წლის და 12 წლის გოგონებმა მამაკაცი სკოლასთან დაინახეს. მათი თქმით, ის სამხედრო ფორმაში იყო და მის შევრონზე თავის ქალა ეხატა. ეჭვმიტანილი დაახლოებით 30-დან 40 წლამდე იყო. ის მათ ყუმბარის აფეთქებით დაემუქრა, თუ არ დაემორჩილებოდნენ, შემდეგ კი ავტოფარეხების უკან მიიყვანა, სადაც ორივე გააუპატიურა.

საქმე "სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედებების" მუხლით არის აღძრული. აღნიშნული მუხლით დაკავებულს 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები