პრიგოჟინი: ბერდიანსკსა და მარიუპოლზე უკრაინელების შეტევის შეჩერება შეუძლებელი იქნება

ვაგნერის ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე გაარღვია თავდაცვის ხაზი ზაპოროჟიესა და დონეცკის რაიონებში.

"როგორც კი უკრაინის შეიარაღებული ძალები ოდნავ სიღრმეში შევა (ზაპოროჟიეს რეგიონში - რედ.), მაშინ ისინი უფრო შორს წავლენ ბერდიანსკსა და მარიუპოლში და მათი შეჩერება შეუძლებელი იქნება", - თქვა მან ტელეგრამის არხ Сигнал-თან ინტერვიუში.

პრიგოჟინის თქმით, ბახმუტთან თავდაცვის ხაზი სამ ადგილას გარღვეულია, დონეცკის ოლქის ტორეცკში კი "დღეს დიდი შეგროვებაა."

"დღეს და არა ხვალ დაიწყებენ კურდიუმოვკა-ოზარიანოვკას (დონეცკის ჩრდილოეთით - რედ.) გაჭრას." - თქვა მან.

ვაგნერის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები "დონეცკს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან შეუტევს", ხოლო ტორეცკიდან მეორე შეტევა დაიწყება.

"და დრო აღარ იქნება. როგორ მოვიქცეთ? ავიაცია ვერ გვიშველის. კიდევ რა შეგვიძლია შევთავაზოთ? ბირთვულ ღილაკს დავაჭერთ ხელს? ჩვენ არასდროს ვიმოქმედებთ", - აღნიშნა მან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა იუჟნო-დონეცის მიმართულებით ხუთ სექტორში დაიწყო. უკრაინა ამ განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებს.

მსგავსი სიახლეები