პრიგოჟინი: ეს-ეს არის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენი ჩამოვაგდეთ

ვაგნერის დამფუძნებლის თქმით, მისმა ბოევიკებმა ჩამოგდეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენი, რომელმაც მათ კოლონას ცეცხლი გაუხსნა. 

"ეს-ეს არის, ვერტმფრენმა სამოქალაქო კოლონას ცეცხლი გაუხსნა, ჩამოაგდეს ვაგნერის შეიარაღებით",- ამბობს პრიგოჟინი. 

ცოტა ხნით ადრე პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა ავიაციას ვაგნერის კოლონის დაბომბვა უბრძანა, თუმცა პილოტებმა "დანაშაულებრივი ბრძანების შესრულებაზე უარი თქვეს."

ამის შემდეგ პრიგოჟინმა კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ვაგნერის კოლონის თავზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 2 თვითმფრინავი ტრიალებდა. 

რუსეთის თავდაცვის მინისტრსა და ვაგნერის ლიდერს შორის დღეს ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის მინსიტრ შოიგუს "ვაგნერის" ბაზებზე შეტევის განხორციელებაში დასდო ბრალი, რასაც პრიგოჟინის თქმით, უამრავი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ლიდერსა და მებრძოლებს შეჩერებისკენ არაერთმა მაღალი თანამდებობის პირმა მოუწოდა, თუმცა ევგენი პრიგოჟინი ამ დრომდე აცხადებს, რომ გეზი როსტოვისკენ აქვს აღებული. 

დაზვერვის სამსახურის გენერალმა ვლადიმერ ალექსეევმა ისიც კი განაცხადა, რომ ევგენი პრიგოჟინის გადაწყვეტილების აღსრულება მთავრობის გადატრიალებას ნიშნავს. დაახლოებით მსგავსი შეფასება ჰქონდა "ეფესბეს"- უწყების მიერ გავრცლებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრიგოჟინის გადაწყვეტილება სამოქალაქო დაპირისპირებისკენ გადადგმული ნაბიჯია. 

გავრცელებული ცნობების თანახმად, როსტოვსა და მოსკოვში სამხედროები სპეციალურ რეჟიმზე არიან გადასულები, ხოლო სტრატეგიული ობიექტები განსაკუთრებული დაცვის რეჟიმზე გადავიდა. 

 

მსგავსი სიახლეები